https://sputnik-georgia.com/20261121/didtovloba-dabali-temperatura-mdinaris-adideba-saqartvelos-gzebze-sezrudvebi-dawesda-301859224.html
დიდთოვლობა, დაბალი ტემპერატურა, მდინარის ადიდება - საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა
დიდთოვლობა, დაბალი ტემპერატურა, მდინარის ადიდება - საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ამინდი 20 ნოემბერს საღამოს გაუარესდა 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T19:31+0400
2026-11-21T19:31+0400
2026-11-21T19:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/03/300955446_0:52:801:502_1920x0_80_0_0_ae48c86552f6e78870e1e65a54026f88.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფოემაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 17-18-ე კმ მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.დღეს დილიდან დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-151-ე კმ (მელე-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 181-189-ე კმ (უშგული-ლასდილი) საუღელტეხილო მონაკვეთებზეც.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/03/300955446_31:0:768:553_1920x0_80_0_0_56a48dd0387412187d367b8d116fba8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დიდთოვლობა, დაბალი ტემპერატურა, მდინარის ადიდება - საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა
საქართველოში ამინდი 20 ნოემბერს საღამოს გაუარესდა
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფოემაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 17-18-ე კმ მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღეს დილიდან დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-151-ე კმ (მელე-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 181-189-ე კმ (უშგული-ლასდილი) საუღელტეხილო მონაკვეთებზეც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.