https://sputnik-georgia.com/20261121/azerbaijanma-da-somxetma-foniwalasi-afetqebastan-dakavsirebit-samzimari-gamoacxades-301857472.html
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ფონიჭალაში აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოაცხადეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ფონიჭალაში აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოაცხადეს
Sputnik საქართველო
რეგიონის ლიდერები ამ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T16:58+0400
2026-11-21T16:58+0400
2026-11-21T16:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
აზერბაიჯანი
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/21/247572192_0:176:3017:1873_1920x0_80_0_0_328ceeab41bd8db0c74ea01d06dd9c6a.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.„პატივცემულო პრეზიდენტო, ღრმად შეგვძრა თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მთლიანად ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — აღნიშნულია ალიევის სამძიმრის წერილში.სამძიმარი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც გამოხატა.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/21/247572192_143:0:2874:2048_1920x0_80_0_0_31f62325ee37ecc5c79a0cf64650ae1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, აზერბაიჯანი, სომხეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, აზერბაიჯანი, სომხეთი
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ფონიჭალაში აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოაცხადეს
რეგიონის ლიდერები ამ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
„პატივცემულო პრეზიდენტო, ღრმად შეგვძრა თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მთლიანად ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — აღნიშნულია ალიევის სამძიმრის წერილში.
სამძიმარი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც გამოხატა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.