2027 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ყველა ცხენს დოკუმენტი დასჭირდება

© photo: Sputnikცხენები საქართველოში
ცხენები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
მონაცემთა ბაზასა და ჩიპში მითითებული იქნება ცხენის ან პონის სახელი, სქესი, ჯიში და ფერი, ასევე ცხოველის გამოყენების სფერო
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ყველა ცხენის რეგისტრაცია 1 აპრილიდან სავალდებულო გახდება, შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დადგენილების თანახმად, 2027 წლის 1 აპრილამდე ყველა ცხენი და პონი უნდა დაიჩიპოს, აღნიშნული ჩიპის წაკითხვა სპეციალური მოწყობილობით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, თითოეული ცხენი შეყვანილი იქნება სპეციალურ მონაცემთა ბაზაში.
მონაცემთა ბაზაში და ჩიპში მითითებული იქნება ცხენის ან პონის სახელი, სქესი, ჯიში და ბეწვის ფერი, ასევე ცხოველის დანიშნულება: სპორტი, მოშენება, სამუშაო, კულტურული გამოყენება ან სახორცე. ჩიპში ასევე მითითებული იქნება ინფორმაცია ცხენის მფლობელის ან პასუხისმგებელი პირის შესახებ.
გარდა ამისა, საქართველოში ყველა ცხენს ექნება საკუთარი უნიკალური ნომერი, მონაცემთა ბაზაში კი იქნება ჩანაწერი ვაქცინაციისა და ჭიების საწინააღმდეგო დამუშავების შესახებ, ხოლო სუფთა სისხლის ცხენების შემთხვევაში - მათი გენეალოგიური ხე.
ცხენების გადაადგილების ან ტრანსპორტირებისას საჭირო იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ქაღალდის დოკუმენტი. დოკუმენტი არ გაიცემა, თუ ცხოველი არ არის შეტანილი მონაცემთა ბაზაში, თუ ცხენი ავადაა ან თუ მისი ტრანსპორტირება კანონით აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0