https://sputnik-georgia.com/20261120/tbilisi-rustavis-mimartulebaze-avtobusebis-semoyvanaze-tenderis-gamarjvebuli-gamovlinda-301838291.html
თბილისი-რუსთავის მიმართულებაზე ავტობუსების შემოყვანაზე ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდა
თბილისი-რუსთავის მიმართულებაზე ავტობუსების შემოყვანაზე ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები რუსთავში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა... 20.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-20T16:51+0400
2026-11-20T16:51+0400
2026-11-20T16:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250822742_0:169:2048:1321_1920x0_80_0_0_b3162e45529041b65d9e645dfa583891.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების განახლებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე.ტენდერი მოიგო შპს „ჯი-თი გრუპმა“. კომპანია რუსთავის მუნიციპალიტეტს 70 ახალ ავტობუსს 37.659.300 ლარად მიაწვდის. ტენდერის თავდაპირველი ფასი 39,8 მლნ ლარს შეადგენდა.სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები რუსთავში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.ტენდერის პირობებით, შესასყიდი ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი და არაუადრეს 2026 წლის გამოშვების. მიწოდებისას მათი გარბენი 2.000 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ყველა ავტობუსს გავლილი უნდა ჰქონდეს განბაჟება და იყოს იდეალურ ტექნიკურ და იურიდიულ მდგომარეობაში.ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსების სიგრძე 8-9 მეტრი, ხოლო სიმაღლე მინიმუმ 2.8 მეტრი უნდა იყოს.ტექნიკური დავალების თანახმად, თითოეულ ავტობუსში, მძღოლის ადგილის გარდა, სულ მცირე 25 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, ხოლო საერთო ტევადობა მინიმუმ 50 მგზავრს უნდა შეადგენდეს. ტრანსპორტი ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.ავტობუსს უნდა გააჩნდეს მინიმუმ Euro 5 სტანდარტის დიზელის ძრავა, არანაკლებ 130 კვტ სიმძლავრით. საწვავის ავზის ტევადობა 130 ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250822742_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_5d49e859aca245a92dd9aa9d5125fe86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
თბილისი-რუსთავის მიმართულებაზე ავტობუსების შემოყვანაზე ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდა
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები რუსთავში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების განახლებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე.
ტენდერი მოიგო შპს „ჯი-თი გრუპმა“. კომპანია რუსთავის მუნიციპალიტეტს 70 ახალ ავტობუსს 37.659.300 ლარად მიაწვდის. ტენდერის თავდაპირველი ფასი 39,8 მლნ ლარს შეადგენდა.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები რუსთავში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.
ტენდერის პირობებით, შესასყიდი ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი და არაუადრეს 2026 წლის გამოშვების. მიწოდებისას მათი გარბენი 2.000 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ყველა ავტობუსს გავლილი უნდა ჰქონდეს განბაჟება და იყოს იდეალურ ტექნიკურ და იურიდიულ მდგომარეობაში.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსების სიგრძე 8-9 მეტრი, ხოლო სიმაღლე მინიმუმ 2.8 მეტრი უნდა იყოს.
ტექნიკური დავალების თანახმად, თითოეულ ავტობუსში, მძღოლის ადგილის გარდა, სულ მცირე 25 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, ხოლო საერთო ტევადობა მინიმუმ 50 მგზავრს უნდა შეადგენდეს. ტრანსპორტი ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
ავტობუსს უნდა გააჩნდეს მინიმუმ Euro 5 სტანდარტის დიზელის ძრავა, არანაკლებ 130 კვტ სიმძლავრით. საწვავის ავზის ტევადობა 130 ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.