https://sputnik-georgia.com/20261120/mimdinareobs-musaoba-evropeli-momlaparakeblebis-moskovsi-vizitze-riabkovi-301850078.html
მიმდინარეობს მუშაობა ევროპელი მომლაპარაკებლების მოსკოვში ვიზიტზე - რიაბკოვი
მიმდინარეობს მუშაობა ევროპელი მომლაპარაკებლების მოსკოვში ვიზიტზე - რიაბკოვი
Sputnik საქართველო
სამმხრივი მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე რაიმე დღის წესრიგი ჯერჯერობით არ არსებობს, აღნიშნა რუსეთის დიპლომატმა 20.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-20T23:22+0400
2026-11-20T23:22+0400
2026-11-21T03:22+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290537111_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_09e0ae94385ca52d56d1f473e16809c9.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ევროპელი მომლაპარაკებლების მოსკოვში ვიზიტის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.„პრეზიდენტმა ჩინეთში ყოფნისას გაახმოვანა ჩვენი გადაწყვეტილება, ე.წ. „ევროსამეულის“ წარმომადგენლები მოსკოვში მოვიწვიოთ. ეს არის ის საკითხი, რაც ამჟამად განიხილება და დამუშავების სტადიაშია“, - განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ რაიმე ხედვა რუსეთს არ გააჩნია.„რაც შეეხება სამმხრივ ფორმატს, როგორც ეს პრაქტიკაში გამოიყენებოდა, მათ შორის აბუ-დაბიში ბოლო შეხვედრაზე, რაიმე შესაბამისი შეთანხმებები ან გაგება არ არ არსებობს“, - განაცხადა რიაბკოვმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, მიმდინარეობს თუ არა მზადება უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის.რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, განაცხადა, რომ შეხვედრის ცენტრალური თემა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების ახალ მასშტაბურ გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პირობებიც მალე გახდება ცნობილი.
უკრაინა
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290537111_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_794fdf5b71690adf7e1be8b96b97b052.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ევროპა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ევროპა
მიმდინარეობს მუშაობა ევროპელი მომლაპარაკებლების მოსკოვში ვიზიტზე - რიაბკოვი
23:22 20.11.2026 (განახლებულია: 03:22 21.11.2026) სამმხრივი მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე რაიმე დღის წესრიგი ჯერჯერობით არ არსებობს, აღნიშნა რუსეთის დიპლომატმა
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ევროპელი მომლაპარაკებლების მოსკოვში ვიზიტის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„პრეზიდენტმა ჩინეთში ყოფნისას გაახმოვანა ჩვენი გადაწყვეტილება, ე.წ. „ევროსამეულის“ წარმომადგენლები მოსკოვში მოვიწვიოთ. ეს არის ის საკითხი, რაც ამჟამად განიხილება და დამუშავების სტადიაშია“, - განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ რაიმე ხედვა რუსეთს არ გააჩნია.
„რაც შეეხება სამმხრივ ფორმატს, როგორც ეს პრაქტიკაში გამოიყენებოდა, მათ შორის აბუ-დაბიში ბოლო შეხვედრაზე, რაიმე შესაბამისი შეთანხმებები ან გაგება არ არ არსებობს“, - განაცხადა რიაბკოვმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, მიმდინარეობს თუ არა მზადება უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის.
რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, განაცხადა, რომ შეხვედრის ცენტრალური თემა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების ახალ მასშტაბურ გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პირობებიც მალე გახდება ცნობილი.