ტრაგედია თბილისში: გაზის აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ვიდეო
14:49 20.11.2026 (განახლებულია: 23:10 20.11.2026)
გამოწერა
დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ხუთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს — ასეთია ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ძლიერი აფეთქების ტრაგიკული შედეგები.
ტრაგედია დილით ადრე მოხდა. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა სართულშუა
გადახურვები და შენობის ნაწილი. შემდგომი ჩამონგრევის თავიდან ასაცილებლად,
მაშველები 15 საათი ხელით ასუფთავებდნენ ნანგრევებს და ადამიანებს ეძებდნენ.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ერთ-ერთ ბინაში, გაუმართავი გამათბობლიდან
გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ბინის მფლობელი, სადაც აფეთქება მოხდა, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თბილისის მერიამ დაადგინა, რომ შენობის ექვსი სადარბაზოდან ორი
საცხოვრებლად უვარგისია. დაახლოებით 100 ადამიანი — 28 ოჯახი —
დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.