დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცოლს სცემდა და ემუქრებოდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს პროკურატურა
საქართელოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი 2024-2026 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ედება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0