https://sputnik-georgia.com/20261120/afetqeba-foniwalasi-saxlis-ori-sadarbazos-demontaji-moxdeba-301837172.html
ტრაგედია ფონიჭალაში: სახლის ორი აფეთქებული სადარბაზოს დემონტაჟი მოხდება
ტრაგედია ფონიჭალაში: სახლის ორი აფეთქებული სადარბაზოს დემონტაჟი მოხდება
Sputnik საქართველო
მერია აფეთქებული სადარბაზოების მცხოვრებლებს, 143 ადამიანს (28 ოჯახს) ბინებს უქირავებს 20.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-20T14:31+0400
2026-11-20T14:31+0400
2026-11-20T14:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301825492_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ad71a8a2736d6f73defa0e3886a528d7.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი განხორციელდება, იმ მობინადრეებისთვის კი, ვინც სხვა სადარბაზოებში ცხოვრობდა, ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებენ, რათა ახალი სამშენებლო პროექტი განხორციელდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, თუ იმ ადამიანებსაც ექნებათ სურვილი, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ ჩანაცვლების პროგრამაში, მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ შესაბამისი პროექტი განახორციელოს.„რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ, თუ ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა კალაძემ.მერის თქმით, 28 ოჯახი - 143 ადამიანი - დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე მერია უქირავებს მათ ბინებს, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ.კალაძემ დაშავებული ბავშვების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინგოროყვას კლინიკაში მყოფი ორი ბავშვი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. მერმა მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში ისინი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301825492_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2fdcba940534d7ec222a87e33fb019b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , შემთხვევები საქართველოში
ტრაგედია ფონიჭალაში: სახლის ორი აფეთქებული სადარბაზოს დემონტაჟი მოხდება
მერია აფეთქებული სადარბაზოების მცხოვრებლებს, 143 ადამიანს (28 ოჯახს) ბინებს უქირავებს
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი განხორციელდება, იმ მობინადრეებისთვის კი, ვინც სხვა სადარბაზოებში ცხოვრობდა, ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებენ, რათა ახალი სამშენებლო პროექტი განხორციელდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თუ იმ ადამიანებსაც ექნებათ სურვილი, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ ჩანაცვლების პროგრამაში, მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ შესაბამისი პროექტი განახორციელოს.
„რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ, თუ ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, 28 ოჯახი - 143 ადამიანი - დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე მერია უქირავებს მათ ბინებს, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ.
კალაძემ დაშავებული ბავშვების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინგოროყვას კლინიკაში მყოფი ორი ბავშვი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. მერმა მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში ისინი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.