https://sputnik-georgia.com/20261119/tbilisis-ramdenime-ubansi-saaxalwlo-ganatebis-montajis-gamo-transportis-mozraoba-izrudeba-301821746.html
თბილისის რამდენიმე უბანში საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანში საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
Sputnik საქართველო
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T22:37+0400
2026-11-19T22:37+0400
2026-11-19T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23864/22/238642248_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c2426432581d19c23fec452150c9f813.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა.კერძოდ, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).„სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები“, - ნათქვამია განცხადებაში.სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ახორციელებს.თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23864/22/238642248_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_4f177103aaac1f6c6336c46492ff1d75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია
თბილისის რამდენიმე უბანში საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა.
კერძოდ, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).
„სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ახორციელებს.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.