https://sputnik-georgia.com/20261119/saqartvelom-da-rusetma-ramdenime-setanxmebas-mirwies-rusetis-sagareo-saqmeta-saministro-301818055.html
საქართველომ და რუსეთმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველომ და რუსეთმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ... 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T18:49+0400
2026-11-19T18:49+0400
2026-11-19T18:49+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_0:148:3117:1901_1920x0_80_0_0_24efaadbffea79084ee9bd0676cf1ae0.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში (რომელიც, ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა) — გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის მინსკში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.ეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სპეცწარმომადგენლების პირველი შეხვედრა იყო. ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა.„ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“, - ნათქვამია განცხადებაში.რუსეთის საგარეო დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად. პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_5a19ba10356ee49fd11282cf052bd4eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ და რუსეთმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში (რომელიც, ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა) — გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის მინსკში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სპეცწარმომადგენლების პირველი შეხვედრა იყო. ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა.
„ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად. პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.