https://sputnik-georgia.com/20261119/ruset-ukrainis-konfliqti-301863455.html
„მსურველთა კოალიციის“ სამიტი ბერლინში: მიზნები და საშუალებები
„მსურველთა კოალიციის“ სამიტი ბერლინში: მიზნები და საშუალებები
Sputnik საქართველო
ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ დღის წესრიგი უკიდურესად წინააღმდეგობრივია. სამი ათეული ქვეყანა ცდილობს, 2027 წელს უკრაინის მარიონეტული არმიის დაფინანსებასთან... 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T12:58+0400
2026-11-19T12:58+0400
2026-11-22T12:58+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301830610_0:212:3071:1939_1920x0_80_0_0_8cbf7e58a767f34a8653a87b7e095d51.jpg
ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ დღის წესრიგი უკიდურესად წინააღმდეგობრივია. სამი ათეული ქვეყანა ცდილობს, 2027 წელს უკრაინის მარიონეტული არმიის დაფინანსებასთან დაკავშირებული მრავალმილიარდიანი პრობლემა გადაჭრას. ამავდროულად, შეიმუშაოს ერთიანი ევროპული პოზიცია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ცნობილი გამონათქვამი — „თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის მოემზადე“ — ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან კოალიცია არც ომისთვის არის მზად და არც მშვიდობისათვის.„მსურველთა კოალიციის“ სამიტი ბერლინში 19 ნოემბერს გაიმართა. მასში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. ევროპელებთან კოორდინაციით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობდნენ ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. შექმნილი ვითარება რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა.გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა წინა დღეს განაცხადა: „ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ უკრაინის თავდაცვის დაფინანსება 2027 წლისთვის და შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“. მან ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში მოლაპარაკებების დროს, თავი შეიკავოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში „მოულოდნელი ნაბიჯებისგან“ .ჯარედ კუშნერმა მანამდე მოკავშირეებთან სამშვიდობო მოწესრიგების შესახებ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესის“ მიღწევა დაადასტურა. თუმცა, ევროპელთა სიტყვები და ქმედებები ამას არ ადასტურებს. პარიზი კონფლიქტში უშუალოდ არის ჩართული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი უკრაინაში მყოფ ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს „კანონიერი სამიზნე“ უწოდეს. ლონდონი კიევისათვის 1000-ზე მეტი შორსმოქმედი დრონის გადაცემას დაჰპირდა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული. 9-22 ნოემბერს, პოლონეთში გამართულ სამხედრო წვრთნებზე, „მსურველთა კოალიციის“ ჯარები უკრაინაში „სამშვიდობო ოპერაციას“ ამუშავებენ, რაც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია. გუშინ ევროკომისიამ კიევს 2027 წლისთვის დამატებითი, 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა შესთავაზა, რომლის დაფარვაც „რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდის შემდეგ“ იგეგმება. რა არის ეს, თუ არა პარალელური რეალობა…დასავლელმა ანალიტიკოსებმა შენიშნეს, რომ „მსურველთა კოალიციას“ დასუსტებული ლიდერები ხელმძღვანელობენ. შესაძლოა, ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ გონებრივადაც არიან დასუსტებულნი. ევროპა ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად დეგრადირებს. თუმცა, შორსმოქმედი ორბიტული დამრტყმელი რაკეტების შექმნის შესაძლებლობებს შეისწავლის. „ვარსკვლავური ომების“ ახალი გეგმები ძველი სამყაროს მოსახლეობას კარგს არაფერს უქადის.ევროპელმა ლიდერებმა 13 ნოემბერს, დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთთან, აშშ-სა და უკრაინასთან ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის იგივე (უპერსპექტივო) შემადგენლობა დაამტკიცეს, რომელიც აბუ-დაბიში კიევის მხარდამჭერი ჯგუფის სახით გაემგზავრა. კერძოდ, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ცალკე — გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, აგრეთვე ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ასეთი წარმომადგენლობა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ვერ დააჩქარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა 17 ნოემბერს მკაცრად განაცხადა: „მოლაპარაკებების რაუნდში ევროპელების მონაწილეობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი არ არის“.როგორც იტყვიან, ყველაფერი შედარებაში შეიცნობა. 19 ნოემბერს უკრაინის საკითხის განხილვა ერთდროულად ორ სივრცეში — ევროპასა და აზიაში — გაიმართა. ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიულმა სამიტმა შენჟენში აშკარად დაჩრდილა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ბერლინში. მით უმეტეს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოჩნდა. სი ძინპინმა მართებულად შეახსენა დამსწრეებს ჩინეთის, სსრკ-ისა და აშშ-ის თანამშრომლობა მეორე მსოფლიო ომის დროს და ხაზი გაუსვა იმას, რომ წამყვანმა სახელმწიფოებმა კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ.დიდი ცვლილებების დრო ყველასათვის მისაღები არ არის. გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ აღნიშნა იმ სახელმწიფოების მზარდი შეშფოთება, რომლებიც ჩინეთში გამართული სამიტის მიმდინარეობას ადევნებდნენ თვალს და შიშობენ, რომ მათი ინტერესები უგულებელყოფილი იქნება. ტელეარხმა Euronews-მა პირდაპირ განაცხადა: „თუ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ზის, ესე იგი, ის თავად არის მენიუში“. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს „მენიუ“, ფაქტია, რომ რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივმა შეხვედრამ შენჟენში „ამერიკული დომინირების ეპოქის დასასრული“ და „რუსეთის იზოლირების დასავლური მცდელობების ზღვარი“ დაადასტურა. ეს ჯერ კიდევ არ არის „დროშა ბერლინზე“, თუმცა ძალიან ჰგავს „იალტა 2.0-ს“.ბერლინმა და კიევმა ილონ მასკისგან მაღალტექნოლოგიური „სილის გაწვნა“ მიიღეს. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა გულახდილად განაცხადა: „Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემის გარეშე, უკრაინის ფრონტის ხაზი გარდაუვლად ჩამოიშლებოდა“. ამასთან, მასკმა აშშ-ის ადმინისტრაცია (2014 წელს პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო) კიევში გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა, რომლის მიზანიც „უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრორუსი პრეზიდენტის დამხობა“ იყო. მან აღნიშნა: „ეს იყო შეტევითი ოპერაცია“ და რუსეთის პოზიციის მიმართ გაგება გამოხატა.შემთხვევითი არ არის, რომ კიევი Starlink-იდან ისრაელ-იტალიური თანამგზავრული ტერმინალების გამოყენებაზე გადასვლას ცდილობს. საუბარია კომპანია HiSky-ს სისტემაზე SmartLITE, რომელსაც მონაცემთა გადაცემის უფრო შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ძველი სამყარო ობიექტურად კარგავს ტექნოლოგიურ პოზიციებსა და პოლიტიკურ გავლენას მსოფლიოში. მისი ადგილი ისტორიის განაპირასაა. გლობალური ცვლილებები, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის „მსურველთა კოალიციის“ მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევას — უკრაინის ომის უსასრულო დაფინანსებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას. თუ ვაშინგტონი გარკვეული დროით ევროპაში ამერიკული იარაღის „რკინის ნაკადის“ მიწოდებას შეაჩერებს, ვერც მილიარდობით ევრო იხსნის კიევის მარიონეტებსა და უკრაინის მარიონეტულ არმიას სამარცხვინო კაპიტულაციისა და გაქცევისგან, საიგონის ან ქაბულის სცენარით. თუმცა, ბანდერას რეჟიმის ბედი, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301830610_90:0:2819:2047_1920x0_80_0_0_2d61f8acc9bfe013e006576b3df7ec20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ დღის წესრიგი უკიდურესად წინააღმდეგობრივია. სამი ათეული ქვეყანა ცდილობს, 2027 წელს უკრაინის მარიონეტული არმიის დაფინანსებასთან დაკავშირებული მრავალმილიარდიანი პრობლემა გადაჭრას. ამავდროულად, შეიმუშაოს ერთიანი ევროპული პოზიცია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ცნობილი გამონათქვამი — „თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის მოემზადე“ — ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან კოალიცია არც ომისთვის არის მზად და არც მშვიდობისათვის.
„მსურველთა კოალიციის“ სამიტი ბერლინში 19 ნოემბერს გაიმართა. მასში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. ევროპელებთან კოორდინაციით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობდნენ ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. შექმნილი ვითარება რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა წინა დღეს განაცხადა: „ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ უკრაინის თავდაცვის დაფინანსება 2027 წლისთვის და შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“. მან ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში მოლაპარაკებების დროს, თავი შეიკავოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში „მოულოდნელი ნაბიჯებისგან“ .
ჯარედ კუშნერმა მანამდე მოკავშირეებთან სამშვიდობო მოწესრიგების შესახებ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესის“ მიღწევა დაადასტურა. თუმცა, ევროპელთა სიტყვები და ქმედებები ამას არ ადასტურებს. პარიზი კონფლიქტში უშუალოდ არის ჩართული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი უკრაინაში მყოფ ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს „კანონიერი სამიზნე“ უწოდეს.
ლონდონი კიევისათვის 1000-ზე მეტი შორსმოქმედი დრონის გადაცემას დაჰპირდა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული. 9-22 ნოემბერს, პოლონეთში გამართულ სამხედრო წვრთნებზე, „მსურველთა კოალიციის“ ჯარები უკრაინაში „სამშვიდობო ოპერაციას“ ამუშავებენ, რაც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია. გუშინ ევროკომისიამ კიევს 2027 წლისთვის დამატებითი, 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა შესთავაზა, რომლის დაფარვაც „რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდის შემდეგ“ იგეგმება. რა არის ეს, თუ არა პარალელური რეალობა…
დასავლელმა ანალიტიკოსებმა შენიშნეს, რომ „მსურველთა კოალიციას“ დასუსტებული ლიდერები ხელმძღვანელობენ. შესაძლოა, ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ გონებრივადაც არიან დასუსტებულნი. ევროპა ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად დეგრადირებს. თუმცა, შორსმოქმედი ორბიტული დამრტყმელი რაკეტების შექმნის შესაძლებლობებს შეისწავლის. „ვარსკვლავური ომების“ ახალი გეგმები ძველი სამყაროს მოსახლეობას კარგს არაფერს უქადის.
ევროპელმა ლიდერებმა 13 ნოემბერს, დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთთან, აშშ-სა და უკრაინასთან ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის იგივე (უპერსპექტივო) შემადგენლობა დაამტკიცეს, რომელიც აბუ-დაბიში კიევის მხარდამჭერი ჯგუფის სახით გაემგზავრა. კერძოდ, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ცალკე — გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, აგრეთვე ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ასეთი წარმომადგენლობა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ვერ დააჩქარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა 17 ნოემბერს მკაცრად განაცხადა: „მოლაპარაკებების რაუნდში ევროპელების მონაწილეობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი არ არის“.
როგორც იტყვიან, ყველაფერი შედარებაში შეიცნობა. 19 ნოემბერს უკრაინის საკითხის განხილვა ერთდროულად ორ სივრცეში — ევროპასა და აზიაში — გაიმართა. ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიულმა სამიტმა შენჟენში აშკარად დაჩრდილა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ბერლინში. მით უმეტეს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოჩნდა. სი ძინპინმა მართებულად შეახსენა დამსწრეებს ჩინეთის, სსრკ-ისა და აშშ-ის თანამშრომლობა მეორე მსოფლიო ომის დროს და ხაზი გაუსვა იმას, რომ წამყვანმა სახელმწიფოებმა კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ.
დიდი ცვლილებების დრო ყველასათვის მისაღები არ არის. გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ აღნიშნა იმ სახელმწიფოების მზარდი შეშფოთება, რომლებიც ჩინეთში გამართული სამიტის მიმდინარეობას ადევნებდნენ თვალს და შიშობენ, რომ მათი ინტერესები უგულებელყოფილი იქნება. ტელეარხმა Euronews-მა პირდაპირ განაცხადა: „თუ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ზის, ესე იგი, ის თავად არის მენიუში“. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს „მენიუ“, ფაქტია, რომ რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივმა შეხვედრამ შენჟენში „ამერიკული დომინირების ეპოქის დასასრული“ და „რუსეთის იზოლირების დასავლური მცდელობების ზღვარი“ დაადასტურა. ეს ჯერ კიდევ არ არის „დროშა ბერლინზე“, თუმცა ძალიან ჰგავს „იალტა 2.0-ს“.
ბერლინმა და კიევმა ილონ მასკისგან მაღალტექნოლოგიური „სილის გაწვნა“ მიიღეს. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა გულახდილად განაცხადა: „Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემის გარეშე, უკრაინის ფრონტის ხაზი გარდაუვლად ჩამოიშლებოდა“. ამასთან, მასკმა აშშ-ის ადმინისტრაცია (2014 წელს პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო) კიევში გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა, რომლის მიზანიც „უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრორუსი პრეზიდენტის დამხობა“ იყო. მან აღნიშნა: „ეს იყო შეტევითი ოპერაცია“ და რუსეთის პოზიციის მიმართ გაგება გამოხატა.
შემთხვევითი არ არის, რომ კიევი Starlink-იდან ისრაელ-იტალიური თანამგზავრული ტერმინალების გამოყენებაზე გადასვლას ცდილობს. საუბარია კომპანია HiSky-ს სისტემაზე SmartLITE, რომელსაც მონაცემთა გადაცემის უფრო შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ძველი სამყარო ობიექტურად კარგავს ტექნოლოგიურ პოზიციებსა და პოლიტიკურ გავლენას მსოფლიოში. მისი ადგილი ისტორიის განაპირასაა.
გლობალური ცვლილებები, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის „მსურველთა კოალიციის“ მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევას — უკრაინის ომის უსასრულო დაფინანსებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას. თუ ვაშინგტონი გარკვეული დროით ევროპაში ამერიკული იარაღის „რკინის ნაკადის“ მიწოდებას შეაჩერებს, ვერც მილიარდობით ევრო იხსნის კიევის მარიონეტებსა და უკრაინის მარიონეტულ არმიას სამარცხვინო კაპიტულაციისა და გაქცევისგან, საიგონის ან ქაბულის სცენარით. თუმცა, ბანდერას რეჟიმის ბედი, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!