რატომ გაილაშქრა სააკაშვილმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ — ვოლსკის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
მანამდე, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებთან დაკავშირებული განცხადებებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მცდარი დამოკიდებულება არა მხოლოდ სპორტის, არამედ ქვეყნის ახალგაზრდობის მიმართაც, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — და კონკრეტულად, მეკარე გიორგი მამარდაშვილი — ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. მან ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუკავშირა 30 მილიონი ლარიანი ჯილდოს გადაცემას ფეხბურთელებისთვის, „ევრო 2024“-ზე მიღწეული წარმატების შემდეგ. სააკაშვილის თქმით, ეს თანხა მათ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისა და მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დროს დუმილის სანაცვლოდ გადაეცათ. გარდა ამისა, მან გიორგი მამარდაშვილი კახა კალაძისგან ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.
„რაც შეეხება სააკაშვილის მცდელობას, ისევე, როგორც მისი გუნდის და ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მცდელობას - ფასეული არაფერი არ უნდა ჰქონდეს ერს ზოგადად, ყველაფერი უნდა გარყვნან, ყველაფერს ტალახი უნდამიასხ-მოასხან. არა თუ სპორტული და ლოგიკის თვალსაზრისით, არამედ სააკაშვილი არასწორია თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად დაასრულა შესარჩევი ციკლი ისე, რომ არცერთი გოლი არ გაუტანია. ექვსი მატჩის შემდეგ საქართველო B2 ჯგუფში, სულ რაღაც ორი ქულით, ბოლო ადგილზე გავიდა და C ლიგაში დაქვეითდა.
ყველა ახალი ამბავი
0