https://sputnik-georgia.com/20261119/ra-armoacines-arqeologebma-iyaltos-monastris-teritoriaze-301815362.html
რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე
რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე
Sputnik საქართველო
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები აღმოაჩინეს. 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T17:02+0400
2026-11-19T17:02+0400
2026-11-19T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22937/02/229370273_0:195:2948:1853_1920x0_80_0_0_ed1284017830bf860e533f061400c979.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები დაფიქსირდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოჩენილი ნაგებობების შესწავლა მნიშვნელოვანია კომპლექსის ისტორიისა და განვითარების დასადგენად, 2026 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა დააფინანსა. "გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ეს ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შუა საუკუნეების ამ უმნიშვნელოვანესი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას", - აღნიშულია ინფორმაციაში. კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც ობიექტის პერიოდის დაზუსტებისა და XIII საუკუნის მიწურულს კომპლექსის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის შესწავლისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სრული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, რის შემდგომაც დაიგეგმება გამოვლენილი ნაგებობების კონსერვაცია. იყალთო იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში დააარსა. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას("მეკეცეობა"), მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22937/02/229370273_109:0:2840:2048_1920x0_80_0_0_971c600fb745e59183bbeea263ff661f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები აღმოაჩინეს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები დაფიქსირდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოჩენილი ნაგებობების შესწავლა მნიშვნელოვანია კომპლექსის ისტორიისა და განვითარების დასადგენად, 2026 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა დააფინანსა.
"გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ეს ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შუა საუკუნეების ამ უმნიშვნელოვანესი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას", - აღნიშულია ინფორმაციაში.
კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც ობიექტის პერიოდის დაზუსტებისა და XIII საუკუნის მიწურულს კომპლექსის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის შესწავლისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სრული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, რის შემდგომაც დაიგეგმება გამოვლენილი ნაგებობების კონსერვაცია.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში დააარსა. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას("მეკეცეობა"), მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება