მინისტრი: ფონიჭალაში კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა და ნგრევის საფრთხე რეალურია

© Sputnik / Alexander Imedashviliშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში მდებარე ხუთსართულიან კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ნგრევა ემუქრება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს დილით მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად 7 პირის ძებნა მიმდინარეობს, მათ შორის სამი ბავშვია. ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი პირი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაყვანეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
თამაზაშვილის თქმით, შენობის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც ნგრევის საფრთხე რეალურია.
"სამაშველო ღონისძიების პირობებში, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძებები შეჩერდა. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა და უშუალოდ იდენტიფიცირებულია. ეს გაზის გამათბობლის შედეგად მოხდა. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას", - განაცხადა მინისტრმა.
ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.
რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირს, ის 31 წლის მამაკაცია და მას სხეულის 87%-ის დამწვრობა აქვს მიღებული. ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამე გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვერდით სადარბაზომაც დაიწყო ნგრევა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
ყველა ახალი ამბავი
0