https://sputnik-georgia.com/20261119/kaxa-kalaze-foniwalasi-afetqebul-korpusze-mxolod-ori-sadarbazoa-problemuri-301816454.html
კახა კალაძე ქვემო ფონიჭალაში აფეთქებულ კორპუსზე: მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური
კახა კალაძე ქვემო ფონიჭალაში აფეთქებულ კორპუსზე: მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური
Sputnik საქართველო
მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ქვემო ფონიჭალაში იმ კორპუსის შემოწმება დაასრულა, გამოსახლებას 28 ოჯახი ექვემდებარება 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T18:10+0400
2026-11-19T18:10+0400
2026-11-19T18:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_0:62:1282:783_1920x0_80_0_0_654c3007beef62d74e37f55ea9c0c552.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც დღეს გაზის გამათბობელი აფეთქდა, საცხოვრებლად უვარგისი მხოლოდ ორი სადარბაზოა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. დღეს დილით ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ამჟამად ეძებენ კიდევ შვიდ ადამიანს, რომლებიც აფეთქების მომენტში საკუთარ ბინებში იმყოფებოდნენ.დაკარგულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვიცაა. შენობის დაზიანებული ნაწილიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს, ხოლო მუნიციპალურმა ლაბორატორიამ მდგრადობაზე კორპუსის შემოწმება დაიწყო. კალაძის თქმით, მერია თავიდან კორპუსის ყველა მაცხოვრებლის გადაყვანას გეგმავდა სასტუმროში, თუმცა შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ ეს აუცილებელი არაა. პროკურატურამ ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი გაზის აფეთქების ფაქტის გამოძიება დაიწყო. "გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის მიერ მუშაობა და პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება", - განაცხადა ვეფხვაძემ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავი გაანგრია და სართულებს შორის არსებული სინკარები დააზიანა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზიანებულია ერთ-ერთი მზიდი კედელი, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ამჟამად ადგილზე 150 მაშველი მუშაობს, რომლებიც ნანგრევებს იმ მონაკვეთში ასუფთავებენ, სადაც გადახურვა ჩამოინგრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_70:0:1206:852_1920x0_80_0_0_90cee8aade27ccbdd1c5a5147bc420dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია
კახა კალაძე ქვემო ფონიჭალაში აფეთქებულ კორპუსზე: მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური
მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ქვემო ფონიჭალაში იმ კორპუსის შემოწმება დაასრულა, გამოსახლებას 28 ოჯახი ექვემდებარება
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც დღეს გაზის გამათბობელი აფეთქდა, საცხოვრებლად უვარგისი მხოლოდ ორი სადარბაზოა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს დილით ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ამჟამად ეძებენ კიდევ შვიდ ადამიანს, რომლებიც აფეთქების მომენტში საკუთარ ბინებში იმყოფებოდნენ.დაკარგულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვიცაა. შენობის დაზიანებული ნაწილიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს, ხოლო მუნიციპალურმა ლაბორატორიამ მდგრადობაზე კორპუსის შემოწმება დაიწყო.
"ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა მთლიანად კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მერია თავიდან კორპუსის ყველა მაცხოვრებლის გადაყვანას გეგმავდა სასტუმროში, თუმცა შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ ეს აუცილებელი არაა.
"ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მაცხოვრებელი 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი. დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული", - აღნიშნა კალაძემ.
პროკურატურამ ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი გაზის აფეთქების ფაქტის გამოძიება დაიწყო.
"გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის მიერ მუშაობა და პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება", - განაცხადა ვეფხვაძემ.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავი გაანგრია და სართულებს შორის არსებული სინკარები დააზიანა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზიანებულია ერთ-ერთი მზიდი კედელი, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ამჟამად ადგილზე 150 მაშველი მუშაობს, რომლებიც ნანგრევებს იმ მონაკვეთში ასუფთავებენ, სადაც გადახურვა ჩამოინგრა.