https://sputnik-georgia.com/20261119/foniwalasi-sacxovrebel-korpussi-afetqeba-moxda-dasavebulia-3-adamiani-301806561.html
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა: დაშავებულია 3 ადამიანი
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა: დაშავებულია 3 ადამიანი
Sputnik საქართველო
უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T11:41+0400
2026-11-19T11:41+0400
2026-11-19T11:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:36:1280:756_1920x0_80_0_0_ea07e42a29528e691cf551462aa05dc8.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 3 ადამიანი, იუწყება "პირველი არხი". აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. ნანგრევებიდან მაშველებმა სამივე პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d7b38c606f925740218d7126f38b34dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა: დაშავებულია 3 ადამიანი
უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 3 ადამიანი, იუწყება "პირველი არხი".
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. ნანგრევებიდან მაშველებმა სამივე პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.