https://sputnik-georgia.com/20261119/foniwalasi-afetqebis-faqtze-sisxlis-samartlis-saqme-arizra-301815179.html
ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
Sputnik საქართველო
ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის — 11 წლის ბავშვი. მიმდინარეობს კიდევ შვიდი ადამიანის ძებნა 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T16:24+0400
2026-11-19T16:24+0400
2026-11-19T16:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836474_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e633a320c4a92557603fe9851e28199a.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი გაზის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ამჟამად ეძებენ კიდევ შვიდ ადამიანს, რომლებიც აფეთქების მომენტში საკუთარ ბინებში იმყოფებოდნენ; დაკარგულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვიცაა.„გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის მიერ მუშაობა და პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავი გაანგრია და სართულებს შორის არსებული სინკარები დააზიანა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზიანებულია ერთ-ერთი მზიდი კედელი, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ამჟამად ადგილზე 150 მაშველი მუშაობს, რომლებიც ნანგრევებს იმ მონაკვეთში ასუფთავებენ, სადაც გადახურვა ჩამოინგრა.შენობის დაზიანებული ნაწილიდან ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. თბილისის მერიამ შენობაში მცხოვრები 90 ოჯახისთვის სასტუმროები გამოყო. ისინი საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან, თუ დადგინდება, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.რაც შეეხება დაშავებულებს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 31 წლის მამაკაცია, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836474_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_bd507a27293ff9047facdff80bd61f0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის — 11 წლის ბავშვი. მიმდინარეობს კიდევ შვიდი ადამიანის ძებნა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი გაზის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ამჟამად ეძებენ კიდევ შვიდ ადამიანს, რომლებიც აფეთქების მომენტში საკუთარ ბინებში იმყოფებოდნენ; დაკარგულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვიცაა.
„გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის მიერ მუშაობა და პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავი გაანგრია და სართულებს შორის არსებული სინკარები დააზიანა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზიანებულია ერთ-ერთი მზიდი კედელი, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ამჟამად ადგილზე 150 მაშველი მუშაობს, რომლებიც ნანგრევებს იმ მონაკვეთში ასუფთავებენ, სადაც გადახურვა ჩამოინგრა.
შენობის დაზიანებული ნაწილიდან ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. თბილისის მერიამ შენობაში მცხოვრები 90 ოჯახისთვის სასტუმროები გამოყო. ისინი საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან, თუ დადგინდება, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.
რაც შეეხება დაშავებულებს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 31 წლის მამაკაცია, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.