დადიანების სასახლემ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

© Sputnik / STRINGERდადიანების სასახლე
დადიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
International Travel Awards, რომლის ჯილდოც მუზეუმს გადაეცა, მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ პროგრამას წარმოადგენს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს - საერთაშორისო დაჯილდოების International Travel Awards 2026-ის ჯილდო გადაეცა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
დადიანების სასახლემ მოიპოვა გამარჯვება ნომინაციაში – "წლის საუკეთესო ისტორიულ-კულტურული მუზეუმი".
© Sputnik / STRINGERდადიანების სასახლე
Дворец князей Дадиани - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
დადიანების სასახლე
დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.
International Travel Awards მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ პროგრამას წარმოადგენს.
"აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროს მნიშვნელოვანი წარმატებაა", - აღნიშნავენ სამინისტროში.
კულტურის სამინისტრო ულოცავს საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მიღებას.
© FB / Dadiani Palaces დადიანების სასახლე
Дворец Нико Дадиани - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
დადიანების სასახლე
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმი სამეგრელოს მთავრების ყოფილი რეზიდენციაა, რომელიც ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს. მუზეუმი 1921 წელს დაარსდა და დღეს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. მუზეუმში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან XIX საუკუნის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. აქ ინახება ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ნივთები და მისი ბრინჯაოს ნიღაბი. დადიანების ოჯახისა და საფრანგეთის იმპერატორის ნათესაური კავშირის წყალობით (ეკატერინეს ქალიშვილი სალომე დაქორწინდა ნაპოლეონის დისშვილზე, აშილ მიურატზე).
ყველა ახალი ამბავი
0