ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, შესამოწმებლად მისულ თანამშრომლებს დაკეტილი ხვდებოდა

Tbilisi Energy - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში, ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზის გამათბობლების შესამოწმებლად მისულ "თბილისი ენერჯის" თანამშრომლებს ბინა დაკეტილი ხვდებოდათ, განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება მოხდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჭონვამ გამოიწვია. კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი პირი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამე გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა.
"ქალაქში თითოეული სახლი წლის განმავლობაში მოწმდება უსაფრთხოებაზე, თუმცა, კონკრეტულად მეხუთე სართულს რაც შეეხება, ამ ბინაში, 1 წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკეტილი ხვდებოდათ თანამშრომლებს ეს ბინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში მას გადასახდელი თანხა არ ჰქონია", - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანიისთვის გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით არავის მიუმართავს, თუმცა კომპანიას ეს ტეროტორია შემოწმებული აქვს.
"უსინათლოთა დასახლებაში" ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ყველა ახალი ამბავი
0