აფეთქება ფონიჭალაში: ნანგრევებიდან მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
ამჟამად მაშველები ორ ადამიანს ეძებენ, საძიებო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათზე მეტ ხანს გრძელდება
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად 2 პირის ძებნა მიმდინარეობს. ნანგრევებიდან მაშველებმა უკვე ხუთი პირი გამოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაყვანეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.
მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარია ამოსვენეს, 2 ქალის და ერთი ბავშვის.
ცოტა ხნის წინ კი მაშველებმა მანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა უვნებლად გადმოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, ის კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი ამ გადარჩენილი გოგონას დედაა. ჯერჯერობით სამი წლის გოგონა სახელად თაია ნანგრევებიდან ერთადერთი ცოცხლად ამოყვანილი დაშავებულია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 6 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 2 მცირეწლოვანია.
მერვე საათია ქვემო ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0