https://sputnik-georgia.com/20261119/afetqeba-foniwalasi-nangrevebidan-kidev-erti-adamianis-cxedari-amoiyvanes-301818330.html
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
Sputnik საქართველო
ამჟამად მაშველები 3 ადამიანს ეძებენ, საძიებო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათს გრძელდება 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T19:01+0400
2026-11-19T19:01+0400
2026-11-19T19:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/13/301817239_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_816bbb2072c2c3cb2e35ed581fa211ec.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის - ქალის - ცხედარი ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად 3 პირის ძებნა მიმდინარეობს. ნანგრევებიდან მაშველებმა უკვე ხუთი პირი გამოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაყვანეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა 2 პირის ცხედარი, ბავშვისა და ქალის ამოიყვანეს.ცოტა ხნის წინ კი მაშველებმა მანგრევებიდან ნცირეწლოვანი გოგონა უვნებლად გადმოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, ის კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი ამ გადარჩენილი გოგონას დედაა.ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 5 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 2 მცირეწლოვანია.მერვე საათია ქვემო ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/13/301817239_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_5dc12152a466aeacb17da4f0ae100c7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
19:01 19.11.2026 (განახლებულია: 19:05 19.11.2026) ამჟამად მაშველები 3 ადამიანს ეძებენ, საძიებო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათს გრძელდება
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის - ქალის - ცხედარი ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად 3 პირის ძებნა მიმდინარეობს. ნანგრევებიდან მაშველებმა უკვე ხუთი პირი გამოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაყვანეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.
მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა 2 პირის ცხედარი, ბავშვისა და ქალის ამოიყვანეს.
ცოტა ხნის წინ კი მაშველებმა მანგრევებიდან ნცირეწლოვანი გოგონა უვნებლად გადმოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, ის კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი ამ გადარჩენილი გოგონას დედაა.
ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 5 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 2 მცირეწლოვანია.
მერვე საათია ქვემო ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.