აფეთქება ფონიჭალაში: ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
მცირეწლოვანი გოგონა მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს - ბავშვის გამოყვანას ადგილზე ტაში და სასიხარულო შეძახილები მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად 6 პირის ძებნა მიმდინარეობს, მათ შორის 2 ბავშვია. ნანგრევებიდან მაშველებმა უკვე ხუთი პირი გამოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაყვანეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.
მცირეწლოვანი გოგონა მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, ის კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.
მერვე საათია ქვემო ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0