აფეთქება ფონიჭალაში: ნანგრევებში ახალგაზრდა ქალსა და ორ ბავშვს ეძებენ

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში ნანგრევებში ქალსა და ორ ბავშვს ეძებენ - ბზარების გამო მაშველებს კორპუსის დატოვება მოუწიათ, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს დილით მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გვერდით სადარბაზომაც დაიწყო ნგრევა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0