https://sputnik-georgia.com/20261118/vaxo-sanaiam-izolatori-datova-301792797.html
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
Sputnik საქართველო
სანაიას შსს პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T16:21+0400
2026-11-18T16:21+0400
2026-11-18T16:21+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252301624_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_bfe88e9232858d1a3932e35145cfd0da.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“. ვახო სანაია 19 ოქტომბერს დააპატიმრეს. ტელეკომპანოა „ფორმულას“ ტელეწამყვანს შსს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სასამართლომ სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. „რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ", „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ". ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია, არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები", - განაცხადა სანაიამ იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ. ჟურნალისტი ვახო სანაია მიმდინარე წლის ივლისშიც იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მაშინ სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. სასამართლომ ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, სხვა სტატუსის გამო 6 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252301624_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_6c2f4a3874c885124f189ba59f38eeca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
სანაიას შსს პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ვახო სანაია 19 ოქტომბერს დააპატიმრეს. ტელეკომპანოა „ფორმულას“ ტელეწამყვანს შსს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სასამართლომ სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.
„რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ", „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ". ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია, არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები", - განაცხადა სანაიამ იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ.
ჟურნალისტი ვახო სანაია მიმდინარე წლის ივლისშიც იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მაშინ სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
სასამართლომ ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, სხვა სტატუსის გამო 6 ათასი ლარით დააჯარიმა.