https://sputnik-georgia.com/20261118/svanadze-nakrebs-cvlilebebi-schirdeba-301804104.html
სვანაძე: საქართველოს ნაკრებს სერიოზული ცვლილებები სჭირდება
სვანაძე: საქართველოს ნაკრებს სერიოზული ცვლილებები სჭირდება
Sputnik საქართველო
მისი თქმით, წარსულის მიღწევები ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგანაც ფეხბურთის შედეგები საინტერესო დღესაა. 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T23:49+0400
2026-11-18T23:49+0400
2026-11-18T23:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250071137_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c6acb2d04fdecaed1c09d2a5a2b2d2b5.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, რათა გულშემატკივრებმა მარტში სრულიად განსხვავებული გუნდი იხილონ, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინასთან (0:1) მარცხის შემდეგ.არსებობის ისტორიაში პირველად ეროვნულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.მისი თქმით, წარსულის მიღწევები ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგანაც ფეხბურთის შედეგები საინტერესო დღესაა.„შეცდომები ჩვეულებრივი მომენტია, ეს ეხება ყველას, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს. გასახდელში ვისაუბრეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ", - განაცხადა სვანაძემ.მისი თქმით, გუნდის მენტალიტეტი თანამედროვე ფეხბურთს არ შეესაბამება.„საჭიროა გულშემატკივრებთან ურთიერთობის დალაგება და ერთიანობის დაბრუნება. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ იკლებს სტადიონზე გულშემატკივართა რაოდენობა მატჩიდან მატჩამდე. სტადიონზე კარგ პერიოდებში მოდიან — ასე იყო ყოველთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ რეაქციას კარგი თამაშითა და ერთიანობით ვუპასუხოთ. ამ შეკრებაზე გარკვეული ერთიანობა ნამდვილად იგრძნობოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“, — განაცხადა სვანაძემმან გულშემატკივრები დაარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრები ჭაობში არ ჩაიძირება.„მარტში პლეი-ოფი გველოდება. ცხადია, A დივიზიონისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ გვაქვს პოტენციალი, შევინარჩუნოთ ადგილი B დივიზიონში და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში“, - აღნიშნა მწვრთნელმა.B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250071137_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_196f2c8b31035a9a13bbb2aa49e4a1e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სვანაძე: საქართველოს ნაკრებს სერიოზული ცვლილებები სჭირდება
მისი თქმით, წარსულის მიღწევები ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგანაც ფეხბურთის შედეგები საინტერესო დღესაა.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, რათა გულშემატკივრებმა მარტში სრულიად განსხვავებული გუნდი იხილონ, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინასთან (0:1) მარცხის შემდეგ.
არსებობის ისტორიაში პირველად ეროვნულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
„კრიტიკა უნდა მივიღოთ, როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს. ერთი დიდი ციკლი დასრულდა, ამიტომ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომ მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ, სხვა შემართებით და მენტალიტეტით", - განაცხადა სვანაძემ.
მისი თქმით, წარსულის მიღწევები ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგანაც ფეხბურთის შედეგები საინტერესო დღესაა.
„შეცდომები ჩვეულებრივი მომენტია, ეს ეხება ყველას, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს. გასახდელში ვისაუბრეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ", - განაცხადა სვანაძემ.
მისი თქმით, გუნდის მენტალიტეტი თანამედროვე ფეხბურთს არ შეესაბამება.
„საჭიროა გულშემატკივრებთან ურთიერთობის დალაგება და ერთიანობის დაბრუნება. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ იკლებს სტადიონზე გულშემატკივართა რაოდენობა მატჩიდან მატჩამდე. სტადიონზე კარგ პერიოდებში მოდიან — ასე იყო ყოველთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ რეაქციას კარგი თამაშითა და ერთიანობით ვუპასუხოთ. ამ შეკრებაზე გარკვეული ერთიანობა ნამდვილად იგრძნობოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“, — განაცხადა სვანაძემ
მან გულშემატკივრები დაარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრები ჭაობში არ ჩაიძირება.
„მარტში პლეი-ოფი გველოდება. ცხადია, A დივიზიონისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ გვაქვს პოტენციალი, შევინარჩუნოთ ადგილი B დივიზიონში და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში“, - აღნიშნა მწვრთნელმა.
B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა.