სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkinქათმები
ქათმები - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
სეს-ი მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სეს-ის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არალეგალური სასაკლაო, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველების რეალიზაციისა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობების ფაქტები.
კერძოდ, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ზესტაფონში ინდ.მეწარმე ქათმის ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ბიზნეს-ოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ყიდდა. ქუთაისში ფიზიკური პირი კი ნედლი ხორცის რეალიზაციასა და ტრანსპორტირებას ჰიგიენური ნორმების დარღვევით ახორციელებდა.
სეს-ის ინსპექტორებმა ახალციხეში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
თბილისის და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა კი კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე შპს „სტუდენტ კაფეში“ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ხორცი და ეტიკეტირების წესის დარღვევა დაფიქისრდა.
კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა ბათუმში, სარიტუალო დარბაზში - „აჭარა“. ამასთან, ობიექტზე ბიზნეს-ოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
უწყების ცნობით, ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0