https://sputnik-georgia.com/20261118/saqartvelo-ukrainastan-damarcxda-301782102.html
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა – გუნდმა არსებობის... 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T10:26+0400
2026-11-18T10:26+0400
2026-11-18T10:26+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0e/301727283_0:396:1154:1045_1920x0_80_0_0_a3f46d8daaa70396bfec703f73ec7533.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2026/27 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ შეხვედრაში უკრაინელებმა ანგარიში 53-ე წამზე გახსნეს - საჯარიმოსთან ახლოს ზურიკო დავითაშვილის გადაცემა დანილო სიკანმა ჩაჭრა და კარში ზუსტად დაარტყა.რამაზ სვანაძის გუნდი შესვენებამდე აქტიურად უტევდა. ანგარიშის გათანაბრება გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი კვერნაძემ სცადეს, თუმცა უკრაინელთა მეკარე და მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და სახიფათო მომენტებში საფრთხეს ანეიტრალებდნენ.საქართველოს ნაკრებმა შეტევაში მწვავედ თამაში ვერც მეორე ტაიმში მოახერხა. 90-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ნერვები ვერ მოთოკა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა – გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0e/301727283_0:287:1154:1153_1920x0_80_0_0_c74be4095a2a9435512179be0871f571.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა – გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2026/27 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ შეხვედრაში უკრაინელებმა ანგარიში 53-ე წამზე გახსნეს - საჯარიმოსთან ახლოს ზურიკო დავითაშვილის გადაცემა დანილო სიკანმა ჩაჭრა და კარში ზუსტად დაარტყა.
რამაზ სვანაძის გუნდი შესვენებამდე აქტიურად უტევდა. ანგარიშის გათანაბრება გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი კვერნაძემ სცადეს, თუმცა უკრაინელთა მეკარე და მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და სახიფათო მომენტებში საფრთხეს ანეიტრალებდნენ.
საქართველოს ნაკრებმა შეტევაში მწვავედ თამაში ვერც მეორე ტაიმში მოახერხა. 90-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ნერვები ვერ მოთოკა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა – გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.