არველაძე: საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შექმნის

© Sputnik / Alexander Imedashviliაზერბაიჯანის დროშა
აზერბაიჯანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
შეიქმნა ერთობლივი კომპანია, რომელიც შედგება ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ჩინეთის წარმომადგენლებისგან, რომელიც ოთხივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ერთობლივი საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნას გეგმავენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სატრანზიტო მარშრუტი, შუა დერეფანი, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის.
„ვგეგმავთ ახალ პროექტს აზერბაიჯანთან – ერთობლივ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რომელიც ასევე გაამარტივებს და შეამცირებს ამ დერეფნით ტვირთების ტრანსპორტირების დროს. იმედია, ამ ქვეყნებთან ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო მეტი ტვირთი გავატაროთ, უფრო ეფეტურად, მოკლე დროში და კონკურენტუნარიანად", - განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, ასევე შეიქმნა ერთობლივი კომპანია, რომელიც შედგება ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ჩინეთის წარმომადგენლებისგან, რომელიც ოთხივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს.
„შევქმენით ერთობლივი საწარმო, კომპანია რომელსაც ჰქვია „შუა დერეფნის მულდი მედალ კომპანია", რომელსაც ყაზახეთის, აზერბაიჯანი, საქართველო და მოგვიანებით ჩინეთი შეუერთდა - ეს არის კომპანია, რომელიც იზრუნებს ერთიანი ტარიფის, ერთიანი დოკუმენტის, ახალი ტვირთების მოზიდვაზე", - განაცხადა არველაძემ.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0