https://sputnik-georgia.com/20261118/ramdeni-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-301756193.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს. 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T10:58+0400
2026-11-18T10:58+0400
2026-11-18T10:58+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა და 3.124,3 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.2026 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 319 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 10,2%-ია, რაც 17,3%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ოქტომბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2026 წლის ოქტომბერში 10,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 288,6 მლნ დოლარი შეადგინა.2025 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 11,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 3,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72,8%-ით მეტია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 37,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,7%-ით ნაკლებია.2026 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში 359,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა და 3.124,3 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 319 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 10,2%-ია, რაც 17,3%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ოქტომბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2026 წლის ოქტომბერში 10,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 288,6 მლნ დოლარი შეადგინა.
2025 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 11,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 3,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72,8%-ით მეტია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 37,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,7%-ით ნაკლებია.
2026 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში 359,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.