https://sputnik-georgia.com/20261118/lavrovma-rusul-enas-mnishvnelovani-uwoda-301803624.html
ლავროვმა რუსულ ენას მრავალპოლარული სამყაროს მნიშვნელოვანი პირობა უწოდა
ლავროვმა რუსულ ენას მრავალპოლარული სამყაროს მნიშვნელოვანი პირობა უწოდა
Sputnik საქართველო
Глава МИД России связал распространение русского языка с сохранением культурного разнообразия и формированием новой системы международных отношений 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T23:35+0400
2026-11-18T23:35+0400
2026-11-18T23:35+0400
რუსეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300731672_0:0:3075:1730_1920x0_80_0_0_52b755a4b8a2e741e5b0f84c0e7451b6.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში რუსული ენის პოზიციების განმტკიცებას მნიშვნელოვანი როლი აქვს კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.ლავროვმა აღნიშნული განცხადება ფონდ „რუსკი მირის“ მიერ დაწესებული ვიტალი კოსტომაროვის სახელობის პრემიის — „მსოფლიო რუსისტიკაში შეტანილი წვლილისთვის“ — დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში გააკეთა.ამასთან, როგორც რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, დასავლეთის კამპანია რუსული კულტურისა და ყველაფერი რუსულის „გაუქმების“ შესახებ, მათ შორის „კიევის რეჟიმის თავგადაკლული რუსოფობიის“ მხარდაჭერის გზით, მარცხისთვისაა განწირული.ლავროვის თქმით, საუკუნეების განმავლობაში რუსული ენა, დიადი რუსული სიტყვა თაობებს შორის კავშირს უზრუნველყოფდა და ამიტომაც ცერემონიაზე დამსწრე ყველა ადამიანის პატიოსანი და კეთილსინდისიერი შრომა ღრმა პატივისცემასა და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას იმსახურებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300731672_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b5a7cec77768d06d6221003e5733118e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
ლავროვმა რუსულ ენას მრავალპოლარული სამყაროს მნიშვნელოვანი პირობა უწოდა
Глава МИД России связал распространение русского языка с сохранением культурного разнообразия и формированием новой системы международных отношений
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში რუსული ენის პოზიციების განმტკიცებას მნიშვნელოვანი როლი აქვს კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნული განცხადება ფონდ „რუსკი მირის“ მიერ დაწესებული ვიტალი კოსტომაროვის სახელობის პრემიის — „მსოფლიო რუსისტიკაში შეტანილი წვლილისთვის“ — დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„რუსული ენის პოზიციების განმტკიცება, გაზვიადების გარეშე, მსოფლიოს კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნების შენარჩუნების საწინდარია, როგორც განვითარებადი, სამართლიანი და მდგრადი მრავალპოლარული არქიტექტურის აუცილებელი პირობა“, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, როგორც რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, დასავლეთის კამპანია რუსული კულტურისა და ყველაფერი რუსულის „გაუქმების“ შესახებ, მათ შორის „კიევის რეჟიმის თავგადაკლული რუსოფობიის“ მხარდაჭერის გზით, მარცხისთვისაა განწირული.
ლავროვის თქმით, საუკუნეების განმავლობაში რუსული ენა, დიადი რუსული სიტყვა თაობებს შორის კავშირს უზრუნველყოფდა და ამიტომაც ცერემონიაზე დამსწრე ყველა ადამიანის პატიოსანი და კეთილსინდისიერი შრომა ღრმა პატივისცემასა და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას იმსახურებს.