ხვიჩა კვარაცხელია - გინესის რეკორდების წიგნში

გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში უნიკალური შედეგი დააფიქსირა - ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში მან პლეი-ოფის ეტაპის ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა გოლი ან შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მანამდე ერთი სეზონის ფარგლებში მსგავსი შედეგისთვის არცერთ ფეხბურთელს არ მიუღწევია. კვარაცხელიას რეკორდი გინესის წიგნის 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაში შევიდა. საერთო ჯამში „პსჟ-მ“ და მისმა ფეხბურთელებმა 12 რეკორდისთვის აღიარება მოიპოვეს.
საქართველო გინესის წიგნში სპორტის, ძალისმიერი დისციპლინებისა და სხვა სფეროების მიმართულებით მიღწეული სხვა რეკორდებითაც არის წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0