https://sputnik-georgia.com/20261118/gwp-mosaxleobas-zarals-aunazgaurebs-301789159.html
GWP გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს
GWP გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს
Sputnik საქართველო
კომპანიის განცხადებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო. 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T18:23+0400
2026-11-18T18:23+0400
2026-11-18T18:23+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
gwp
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_0:80:1924:1162_1920x0_80_0_0_bc43363d58ea1c867dcf46f42c1656ee.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, გაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მომხდარი შემთხვევის გამო პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დაზიანდა ავტომობილები. საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა გამრეკელის ქუჩაზეც. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს, ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც“.კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_136:0:1789:1240_1920x0_80_0_0_b3d5d56b5a97e89c8cd4969c4a595c39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, gwp, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, gwp, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
GWP გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს
კომპანიის განცხადებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, გაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მომხდარი შემთხვევის გამო პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დაზიანდა ავტომობილები. საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა გამრეკელის ქუჩაზეც.
„აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს, ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც“.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა.