ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 7,3% იქნება.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისიამ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა თავდაპირველად ნავარაუდევზე 1,8 პროცენტული პუნქტით მეტად გაიზრდება.
ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს ზრდა 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო მომდევნო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდა 5,5%-6%-ის ფარგლებში იქნება.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2026 და მომდევნო წლებშიც სტაბილური, ჯანსაღი ზრდის ტემპს აჩვენებს, რასაც შიდა მოთხოვნა და ინვესტიციები უმაგრებს ზურგს. ზრდის
ევროკომისიის შეფასებით, მომდევნო წლებში საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რასაც, კერძო სექტორის მდგრადობასთან ერთად, გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლებაც შეუწყობს ხელს
ამასთან, როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, გლობალური ენერგორესურსებისა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე ინფლაციური წნეხი ნარჩუნდება.
2026 წელს საშუალოწლიური ინფლაცია 5,4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებზე გლობალური ფასების მატებით აიხსნება, თუმცა, ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.
2026 წლის იანვარ–სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო რეალურმა მაჩვენებელმა 7,4% შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
ამასთან, 2026 წლის შემოდგომაზე ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადახედა. მათი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება და, სხვადასხვა პროგნოზის თანახმად, 6,5-დან 7,3%-მდე შეადგენს. მანამდე პროგნოზი 5,5–6,5%-ს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0