https://sputnik-georgia.com/20261118/cixeebshi-amanatebis-migeba-ickeba-301788731.html
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
Sputnik საქართველო
ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას საპატიმროების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T14:25+0400
2026-11-18T14:25+0400
2026-11-18T14:25+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ამანათების მიღებას იწყებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება - 20 ნოემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე და 21 ნოემბერს, 09:00-დან 15:00 საათამდე. უწყება აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის „ცხელი ხაზის" -15 00 მეშვეობით. უწყების ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 12,3 ათასი პატიმარია. მათ ძირითად ნაწილს მამაკაცები შეადგენენ. პატიმართა ძირითად ნაწილს 30-50 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის 126 არასრულწლოვანი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (67 პირი) თითქმის ორჯერ აღემატება. საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას საპატიმროების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ამანათების მიღებას იწყებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება - 20 ნოემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე და 21 ნოემბერს, 09:00-დან 15:00 საათამდე.
უწყება აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) - ჯამში არაუმეტეს 3 კგ,
ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) – არაუმეტეს 2 კგ,
ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი,
კიტრი და პომიდორი 2-2 კგ,
კექსი – 1 ცალი(კრემისა და ზედაპირზე ყოველგვარი საფარის გარეშე (შაქრის პუდრი, მინანქარი და სხვა ინგრედიენტები).
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის „ცხელი ხაზის" -15 00 მეშვეობით.
უწყების ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 12,3 ათასი პატიმარია. მათ ძირითად ნაწილს მამაკაცები შეადგენენ. პატიმართა ძირითად ნაწილს 30-50 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის 126 არასრულწლოვანი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (67 პირი) თითქმის ორჯერ აღემატება.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.