ორ აღსაზრდელზე დენი „მცირედით გადავიდა": რა მოხდა თბილისის 109-ე ბაგა-ბაღში

© Tbilisi Kindergarten Management Agencyსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
მომხდართან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 109-ე ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს დენმა დაარტყა, ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა.
მომხდარ ფაქტს მალევე გამოეხმაურა აღნიშნული ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია. როგორც დაწესებულებაში განმარტეს, კიბის მოაჯირიდან ორ აღსაზრდელზე დენი „მცირედით გადავიდა".
„კიბის მოაჯირიდან მცირედით გადაიტანა დენი ორ აღსაზრდელზე. დენის დარტყმა არ მომხდარა. ორივე ბავშვი ჯანმრთელად არის. „სასწრაფო დახმარების" საჭიროება არ ყოფილა, აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარებულია“, -განაცხადეს ადმინისტრაციაში.
როგორც დაწესებულებაში განმარტეს, ამ დროისთვის ხარვეზი სრულად აღმოფხვრილი და ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ყველა ახალი ამბავი
0