https://sputnik-georgia.com/20261118/-------301793382.html
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკვე 14 თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T20:27+0400
2026-11-18T20:27+0400
2026-11-18T20:27+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261630657_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_b0630c889ed6760fdeb99deb2063025f.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდადებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას გეგმური სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ უახლოეს დღეებში გადაიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია „ ტვ პირველი“. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარია გეგმური სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების მისაღებად თოდუას კლინიკაში 29 ოქტომბერსაც გადაიყვანეს. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უკვე 14 თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მიმდინარე წლის ივლისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს. სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს - ბრალდების მხარის მტკიცებით, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5.000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს. 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუ პოლიტიკოსი სასჯელს ბოლომდე ციხეში მოიხდის, ის 2027 წლის მარტში უნდა გათავისუფლდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261630657_401:227:2232:1600_1920x0_80_0_0_ca7b3ae472b2323cac07b7f12b203b6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკვე 14 თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდადებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას გეგმური სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ უახლოეს დღეებში გადაიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია „ ტვ პირველი“.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში ელენე ხოშტარია.
„ელენე ხოშტარიას სავარაუდოდ ხვალ, 19 ნოემბერს ან მაქსიმუმ ამ კვირის ბოლომდე გადაიყვანენ „ვივამედში“. გეგმურია ეს გადასვლაც. უცნობია ზუსტად რამდენ დღეს გაატარებს კლინიკაში. ანალიზებს გაუკეთებენ და პრეპარატს, რომლითაც მკურნალობენ“,- განაცხადეს პარტიაში.
ელენე ხოშტარია გეგმური სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების მისაღებად თოდუას კლინიკაში 29 ოქტომბერსაც გადაიყვანეს.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უკვე 14 თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მიმდინარე წლის ივლისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს - ბრალდების მხარის მტკიცებით, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5.000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.
24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუ პოლიტიკოსი სასჯელს ბოლომდე ციხეში მოიხდის, ის 2027 წლის მარტში უნდა გათავისუფლდეს.