https://sputnik-georgia.com/20261117/vin-ewinaagmdegeba-eutoshi-saqartvelos-tavmjdomareobas-301764363.html
ვინ ეწინააღმდეგება ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობას? ბოჭორიშვილის შეფასება
ვინ ეწინააღმდეგება ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობას? ბოჭორიშვილის შეფასება
Sputnik საქართველო
თავმჯდომარის არჩევა ხმების უმრავლესობით ხდება, თუმცა 57 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება მიზეზის განმარტების გარეშე. 17.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-17T15:00+0400
2026-11-17T15:00+0400
2026-11-17T15:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეუთო
საქართველო - ეუთო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:133:1354:895_1920x0_80_0_0_477004560f24cadad136755b06ac704f.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას ელის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ცდილობს, ეს საკითხი თბილისის წინააღმდეგ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენოს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, ეუთოს მინისტერიალის წინ, რომელიც 3-4 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართება, თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ამასთან, ორგანიზაციის მომავალი წლის თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, გასულ წელს კვიპროსის კანდიდატურის შეთანხმება თურქეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ახლა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო კვლავ ცდილობს, თავმჯდომარეობის საკითხი საქართველოს წინააღმდეგ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენოს.„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროცესი უკვე მიმდინარეობს, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, რიგი სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და მეზობელი ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია კონსენსუსის მისაღწევად, საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან.„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე ოფიციალური განაცხადი აპრილის ბოლოს წარადგინა. თავმჯდომარის არჩევა ხმების უმრავლესობით ხდება, თუმცა 57 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება მიზეზის განმარტების გარეშე. ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარიაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:6:1354:1022_1920x0_80_0_0_dd96eeefc900c0ea6c966aea9bdf9ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ეუთო, საქართველო - ეუთო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ეუთო, საქართველო - ეუთო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ვინ ეწინააღმდეგება ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობას? ბოჭორიშვილის შეფასება
თავმჯდომარის არჩევა ხმების უმრავლესობით ხდება, თუმცა 57 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება მიზეზის განმარტების გარეშე.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას ელის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ცდილობს, ეს საკითხი თბილისის წინააღმდეგ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენოს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ეუთოს მინისტერიალის წინ, რომელიც 3-4 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართება, თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ამასთან, ორგანიზაციის მომავალი წლის თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.
„ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ეუთოს ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა, თუ იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, გასულ წელს კვიპროსის კანდიდატურის შეთანხმება თურქეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ახლა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო კვლავ ცდილობს, თავმჯდომარეობის საკითხი საქართველოს წინააღმდეგ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენოს.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროცესი უკვე მიმდინარეობს, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, რიგი სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და მეზობელი ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია კონსენსუსის მისაღწევად, საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან.
„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე ოფიციალური განაცხადი აპრილის ბოლოს წარადგინა. თავმჯდომარის არჩევა ხმების უმრავლესობით ხდება, თუმცა 57 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება მიზეზის განმარტების გარეშე. ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარიაა.