თოვლიანი ზამთარი საქართველოში: ამინდის თავისებურებები თუ კლიმატის ცვლილება? – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში, შესაძლოა, თოვლიანი ზამთარი იყოს – სინოპტიკოსები უხვ ნალექს, მთიან რეგიონებში კი ძლიერ თოვას პროგნოზირებენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება ზამთრის სიცივეებს აძლიერებს?
მეცნიერები განმარტავენ: პლანეტის დათბობა არ გამორიცხავს ძლიერ თოვას. უფრო თბილ ატმოსფეროს მეტი ტენის შეკავება შეუძლია, რომელიც შესაბამისი ტემპერატურის დროს თოვლის სახით მოდის.
თუმცა, ერთი თოვლიანი ზამთრის პროგნოზის უშუალოდ გლობალურ დათბობასთან დაკავშირება არ შეიძლება. კლიმატის ცვლილება ნალექების ხასიათზე მოქმედებს, თუმცა როგორი იქნება ზამთარი, ამას რეალური ამინდის პირობები გვიჩვენებს.
ყველა ახალი ამბავი
0