https://sputnik-georgia.com/20261117/qvrivishvili-azerbaijanshi-gaemgzavra-301763206.html
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს. 17.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-17T16:58+0400
2026-11-17T16:58+0400
2026-11-17T16:58+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777778_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98bad3d66886c5fcd605d2fd6c310957.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერი აზერბაიჯანში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთანაც. მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და დირექტორი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში ლევან ცხვედიანი. საქართველო და აზერბაიჯანი საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777778_148:0:1257:832_1920x0_80_0_0_f453b0449452614dfb7971b00f3edd9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერი აზერბაიჯანში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთანაც.
„შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და დირექტორი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში ლევან ცხვედიანი.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.