https://sputnik-georgia.com/20261117/qvesheti-kobis-gzaze-tagovani-xidis-tagis-mshenebloba-dasrulda-301762513.html
ქვეშეთი–კობის გზაზე თაღოვანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
ქვეშეთი–კობის გზაზე თაღოვანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
Sputnik საქართველო
თაღოვანი ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. 17.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-17T16:00+0400
2026-11-17T16:00+0400
2026-11-17T16:00+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300984866_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a9088ab2e96b6ea321bdd42f6877ecb0.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხადის ხეობაში თაღოვანი ხიდის ორი ნაწილი შეერთდა და 300 მეტრი სიგრძის თაღის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი, ხიდის თაღის სიგრძე კი 300 მეტრი. მშენებლობის მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი — კონსტრუქცია, რომელზეც საავტომობილო გზა გაივლის. თაღოვანი ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენდება ორზოლიანი ასფალტბეტონის გზა, ხუთი ახალი ხიდი და ხუთი გვირაბი. რეაბილიტაცია უტარდება ერთ არსებულ ხიდსაც. ხუთი ახალი ხიდიდან ერთის მშენებლობა დასრულებულია, ოთხზე კი სამუშაოები გრძელდება. უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გამავალი 9 -კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.გზა რუსეთშიქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია.ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.ქვეშეთი–კობის ახალი გზა ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნისა და ევროპული საერთაშორისო მარშრუტის – E117-ის ნაწილია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300984866_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4b94fc729f8a0388929e1e7bbdd23db9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქვეშეთი–კობის გზაზე თაღოვანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
თაღოვანი ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხადის ხეობაში თაღოვანი ხიდის ორი ნაწილი შეერთდა და 300 მეტრი სიგრძის თაღის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი, ხიდის თაღის სიგრძე კი 300 მეტრი.
მშენებლობის მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი — კონსტრუქცია, რომელზეც საავტომობილო გზა გაივლის.
თაღოვანი ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში შენდება ორზოლიანი ასფალტბეტონის გზა, ხუთი ახალი ხიდი და ხუთი გვირაბი. რეაბილიტაცია უტარდება ერთ არსებულ ხიდსაც. ხუთი ახალი ხიდიდან ერთის მშენებლობა დასრულებულია, ოთხზე კი სამუშაოები გრძელდება.
უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გამავალი 9 -კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია.
ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
ქვეშეთი–კობის ახალი გზა ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნისა და ევროპული საერთაშორისო მარშრუტის – E117-ის ნაწილია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.