https://sputnik-georgia.com/20261117/kaladze-transportis-shezgudva-meriis-mizani-araa-301778106.html
კალაძე: საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა მერიის მიზანი არ არის
კალაძე: საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა მერიის მიზანი არ არის
Sputnik საქართველო
მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის ქუჩები იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი მოძრაობის ყველა მონაწილისთვის. 17.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-17T21:29+0400
2026-11-17T21:29+0400
2026-11-17T21:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_0:0:2452:1379_1920x0_80_0_0_f20e7c1b583a594bab62b5b5356e5db5.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია მოძრაობის გამარტივება და ყველა მიმართულებით უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ბოლო პერიოდში თბილისში საავტომობილო საცობები თბილისელების კრიტიკის მთავარ ობიექტად იქცა. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური პიკის საათებშია.თბილისის მერმა ასევე უპასუხა მძღოლების კრიტიკას.„ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ. თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ", - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, მერია თავის საქმიანობაში მულტიმოდალური პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩები ყველას უნდა ემსახურებოდეს — ქვეითებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს, ავტომობილის მძღოლებს, ველოსიპედისტებს და ტრანსპორტის სხვა საშუალებების მომხმარებლებს.მან ასევე უპასუხა მერიის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი საავტობუსე ზოლების შემოღების გადაწყვეტილების კრიტიკას. მისი თქმით, მთავარი მიზანია არა უსასრულოდ ბევრი ავტომობილის ტრანსპორტირება, არამედ მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაყვანა, სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია.„მე კარგად მესმის იმ ადამიანების უკმაყოფილება, რომლებიც ყოველდღიურად კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გზაზე ავტობუსისთვის ცალკე ზოლი გამოიყო, თავად კი საცობში დგას, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა - რატომ გართულდა ჩემი გადაადგილება? ავტობუსის ზოლის დანიშნულებაა შეზღუდულ საგზაო სივრცეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაადგილდეს სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ. შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკის შეფასებისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ავტომობილების რაოდენობას კი არ უნდა ვითვლიდეთ, არამედ იმასაც, რამდენ ადამიანს ემსახურება კონკრეტული ქუჩა", - განაცხადა კალაძემ.როგორც მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობის თვალში პრიორიტეტად იქცეს.„ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიონ არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილებით სარგებლობა ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი თუ ტრამვაით მგზავრობა მათთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. გვესმის, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სატრანსპორტო ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. ასევე, არ ვფიქრობთ, რომ თბილისის სატრანსპორტო პრობლემები ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი სავალი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მუდმივ მუშაობას, სწორ დაგეგმვასა და საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს“, – აღნიშნა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ასევე აღიარა, რომ ყველა ცვლილება, შესაძლოა, იდეალური არ იყოს.მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ მოსაზრებაზე, რომ შუქნიშნები თითქოსდა მოძრაობას აფერხებენ და განმარტა, რომ სინამდვილეში ისინი სატრანსპორტო ნაკადების სწორად განაწილებას უზრუნველყოფენ.„თუ მოძრაობა სწორად არ დარეგულირდა, მივიღებთ ქაოსს, კონფლიქტურ სიტუაციებს, საგზაო შემთხვევების რისკს და საბოლოოდ კიდევ უფრო დიდ შეფერხებებს. ამის მაგალითისთვის გავიხსენოთ „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია, რამდენად რთული იყო და რამხელა პრობლემას წარმოადგენდა, სანამ ვითარების შუქნიშნებით დარეგულირება მოხდებოდა. ამიტომ თანამედროვე ქალაქებში შუქნიშნები გამოიყენება არა მხოლოდ ცალკეული გზაჯვარედინების, არამედ მთელი სატრანსპორტო დერეფნების მოძრაობის სამართავად", - აღნიშნა კალაძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შუქნიშნების მუშაობის სწორ დაპროგრამებასა და სინქრონიზაციას, ასევე მათ მორგებას რეალურ სატრანსპორტო დატვირთვაზე.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი სატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, 2026 წლის მეორე კვარტლისთვის კი მაჩვენებელმა დაახლოებით 948 ათასს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_276:0:2452:1632_1920x0_80_0_0_e1bc06f2e814b1c271768795d7024af5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა მერიის მიზანი არ არის
მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის ქუჩები იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი მოძრაობის ყველა მონაწილისთვის.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია მოძრაობის გამარტივება და ყველა მიმართულებით უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ბოლო პერიოდში თბილისში საავტომობილო საცობები თბილისელების კრიტიკის მთავარ ობიექტად იქცა. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური პიკის საათებშია.
„დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია არა ავტომობილების გაჩერება, არამედ საგზაო მოძრაობის დარეგულირება და ყველა მიმართულებით უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტური გადაადგილების უზრუნველყოფა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე უპასუხა მძღოლების კრიტიკას.
„ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ. თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერია თავის საქმიანობაში მულტიმოდალური პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩები ყველას უნდა ემსახურებოდეს — ქვეითებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს, ავტომობილის მძღოლებს, ველოსიპედისტებს და ტრანსპორტის სხვა საშუალებების მომხმარებლებს.
„2017 წლიდან სწორედ მულტიმოდალურ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ სატრანსპორტო გეგმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება შესაბამისი კვლევებისა და სატრანსპორტო მოდელირების საფუძველზე. ამ მიდგომით განვაახლეთ ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან დედოფლის, მელიქიშვილის გამზირები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები. ამავე პრინციპით ხორციელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე უპასუხა მერიის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი საავტობუსე ზოლების შემოღების გადაწყვეტილების კრიტიკას. მისი თქმით, მთავარი მიზანია არა უსასრულოდ ბევრი ავტომობილის ტრანსპორტირება, არამედ მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაყვანა, სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია.
„მე კარგად მესმის იმ ადამიანების უკმაყოფილება, რომლებიც ყოველდღიურად კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გზაზე ავტობუსისთვის ცალკე ზოლი გამოიყო, თავად კი საცობში დგას, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა - რატომ გართულდა ჩემი გადაადგილება? ავტობუსის ზოლის დანიშნულებაა შეზღუდულ საგზაო სივრცეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაადგილდეს სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ. შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკის შეფასებისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ავტომობილების რაოდენობას კი არ უნდა ვითვლიდეთ, არამედ იმასაც, რამდენ ადამიანს ემსახურება კონკრეტული ქუჩა", - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობის თვალში პრიორიტეტად იქცეს.
„ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიონ არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილებით სარგებლობა ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი თუ ტრამვაით მგზავრობა მათთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. გვესმის, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სატრანსპორტო ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. ასევე, არ ვფიქრობთ, რომ თბილისის სატრანსპორტო პრობლემები ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი სავალი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მუდმივ მუშაობას, სწორ დაგეგმვასა და საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს“, – აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღიარა, რომ ყველა ცვლილება, შესაძლოა, იდეალური არ იყოს.
„ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ყველა სიახლე უშეცდომოა. თუ რაიმე პრობლემა იქმნება, ის უნდა შევისწავლოთ, შევაფასოთ შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კორექტივები შევიტანოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად თბილისელების სასიკეთოდ მუშაობდეს“, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ მოსაზრებაზე, რომ შუქნიშნები თითქოსდა მოძრაობას აფერხებენ და განმარტა, რომ სინამდვილეში ისინი სატრანსპორტო ნაკადების სწორად განაწილებას უზრუნველყოფენ.
„თუ მოძრაობა სწორად არ დარეგულირდა, მივიღებთ ქაოსს, კონფლიქტურ სიტუაციებს, საგზაო შემთხვევების რისკს და საბოლოოდ კიდევ უფრო დიდ შეფერხებებს. ამის მაგალითისთვის გავიხსენოთ „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია, რამდენად რთული იყო და რამხელა პრობლემას წარმოადგენდა, სანამ ვითარების შუქნიშნებით დარეგულირება მოხდებოდა. ამიტომ თანამედროვე ქალაქებში შუქნიშნები გამოიყენება არა მხოლოდ ცალკეული გზაჯვარედინების, არამედ მთელი სატრანსპორტო დერეფნების მოძრაობის სამართავად", - აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შუქნიშნების მუშაობის სწორ დაპროგრამებასა და სინქრონიზაციას, ასევე მათ მორგებას რეალურ სატრანსპორტო დატვირთვაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი სატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, 2026 წლის მეორე კვარტლისთვის კი მაჩვენებელმა დაახლოებით 948 ათასს მიაღწია.