იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
გამოწერა
2026 წლის 10 თვეში მხოლოდ იმერეთში ტყით უკანონო სარგებლობის 177 ფაქტია გამოვლენილი.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებშ იუკანონო ტყით სარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა სხვადასხვა სახეობის 4 ძირი ხემცენარე და მოპოვებული მერქნული მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისი მუხლით.
უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა ასევე სოფლებში წყალშავასა და ხრესილში, სადაც მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში არარეგისტრირებული, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. ვინაიდან აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
2026 წლის 10 თვის მონაცემებით, მხოლოდ იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 177 ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0