ზამთრის კურორტებზე ბავშვები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
წელს ზამთრის ოთხივე კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობაზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო სპორტსკოლების მოსწავლეებისთვის სპეციალური შეღავათიანი ტარიფი დაწესდა, განაცხდა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პირველი არხის ეთერში.
წელს ზამთრის ოთხივე კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.
დარსალიას თქმით, სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მაქსიმალური შესაძლებლობა ისრიალონ და დაეუფლონ ზამთრის სპორტის სახეობებს.
„მთავარია, ბავშვებისთვის მაქსიმალურად შესაძლებლობის მიცემა, რომ ისრიალონ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი წელს იყო გუდაურში ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ახალბედებისთვის სნოუპარკის დამწყებების არეალის განვითარება. ბავშვებზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება“, - აღნიშნა დარსალიამ.
რაც შეეხება სპორტსკოლების აღსაზრდელებს, მათთვის სხვა ტარიფი განისაზღვრა.
„სპორტსკოლებისთვის ჩვენ განვსაზღვრეთ სხვა, განსაკუთრებული ტარიფი. შესაბამისად, სპორტსკოლებს რამდენიმე დღის წინ წერილობითაც ეცნობათ ამის შესახებ - 25 ლარი არის დაწესებული, სტანდარტული 50%-იანი ფასდაკლებისგან განსხვავებით, იმოქმედებს დღიური 25 ლარიანი ტარიფი", - აღნიშნა დარსალიამ.
6 წლამდე ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა კვლავ უფასო იქნება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
ყველა ახალი ამბავი
0