მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმის ხიდზე იერიში მიიტანეს

© photo: Sputnik / Константин Михальчевский / გადასვლა მედიაბანკშიყირიმის ხიდი
ყირიმის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
აქსიონოვის განცხადებით, ქერჩში ოპერატიული შტაბია შექმნილი და მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე იერიში მიიტანეს, განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.
„მტერმა დარტყმა განახორციელა. <...> ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, – დაწერა აქსიონოვმა „ტელეგრამზე".
ყირიმის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგების ლიკვიდაციისთვის ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული. ქერჩში ოპერატიული შტაბი მოეწყო. ნახევარკუნძულსა და ყუბანს შორის გადაადგილებისთვის შესაძლებელია ბორნებით სარგებლობა, რომლებიც პორტ „კავკაზის“ მიმართულებით მოძრაობენ.
აქსიონოვმა აღნიშნა, რომ ვითარება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და მოქალაქეებს მოუწოდა, მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს ენდონ.
ყველა ახალი ამბავი
0