თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა 24 საათით შეიზღუდება

© Sputnik / Viktor Kaminskyტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
მოძრაობა შეიზღუდება 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე პერიოდში.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა 24 საათით სრულად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპია.
„სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვა, რის გამოც 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალ. გრიბოედოვის ქუჩის N18-დან ვ. სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-დან ბესიკის ქუჩის მიმართულებით.
შექმნილი დისკომფორტისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0