https://sputnik-georgia.com/20261116/saqartvelo-eleqtroenergiis-gamomushavebis-gaormagebas-gegmavs-301752004.html
საქართველო უახლოეს 5–6 წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავების გაორმაგებას გეგმავს
საქართველო უახლოეს 5–6 წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავების გაორმაგებას გეგმავს
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, გეგმა ითვალისწინებს 4 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T21:58+0400
2026-11-16T21:58+0400
2026-11-16T21:57+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272163772_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_82daaa5d2e26cffffb370bc6230aa763.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს ხუთ-ექვს წელიწადში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების გაორმაგებასა და 11,5 ათას მეგავატამდე გაზრდას გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.პრემიერის თქმით, გეგმა ითვალისწინებს 4 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.მთავრობის მეთაურმა როგორც აღნიშნა, ამ პროექტების დაფინანსების მოდელი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და დამოკიდებული იქნება კონკრეტული მოლაპარაკებების შედეგებზე: ობიექტების აშენება შესაძლებელია როგორც მთლიანად კერძო ინვესტიციების ხარჯზე, ისე სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობით.„ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც. თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო“, - განაცხადა პრემიერმა.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით მეტი იყო. გამომუშავებულია 13,8 მლრდ კვტ/სთ - 2024 წელთან შედარებით 2,8%-ით ნაკლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272163772_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_22754c699afa066faec2b62c9ac17ecd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო უახლოეს 5–6 წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავების გაორმაგებას გეგმავს
პრემიერის თქმით, გეგმა ითვალისწინებს 4 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს ხუთ-ექვს წელიწადში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების გაორმაგებასა და 11,5 ათას მეგავატამდე გაზრდას გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
„ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე. ეს არის ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილია 5-6-წლიან პერიოდში“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, გეგმა ითვალისწინებს 4 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.
მთავრობის მეთაურმა როგორც აღნიშნა, ამ პროექტების დაფინანსების მოდელი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და დამოკიდებული იქნება კონკრეტული მოლაპარაკებების შედეგებზე: ობიექტების აშენება შესაძლებელია როგორც მთლიანად კერძო ინვესტიციების ხარჯზე, ისე სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობით.
„ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც. თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით მეტი იყო. გამომუშავებულია 13,8 მლრდ კვტ/სთ - 2024 წელთან შედარებით 2,8%-ით ნაკლები.