სეს-მა სამტრედიაში ყველის საწარმოები დააჯარიმა და წარმოება შეუჩერა

© photo: Sputnik / Stringerყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. სამტრედიაში ყველის საწარმოების შემოწმების შედეგად 2 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და ოპერირების უფლება შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაისში ფიზიკური პირების კუთვნილი ყველის საწარმოები შეამოწმეს - ინსპექტირების შედეგად საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
„აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ და არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ობიექტებზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველიც, რომელიც დაილუქა ინსპექტორების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0