https://sputnik-georgia.com/20261116/sagareo-uwkebam-briuselshi-shexvedrebze-uari-ganmarta-301740645.html
საგარეო უწყებამ ბრიუსელში ევროკავშირის შეხვედრაში არმონაწილეობის მიზეზი განმარტა
საგარეო უწყებამ ბრიუსელში ევროკავშირის შეხვედრაში არმონაწილეობის მიზეზი განმარტა
Sputnik საქართველო
საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში... 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T12:57+0400
2026-11-16T12:57+0400
2026-11-16T12:57+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ევროკომისია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველო არ მონაწილეობს რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 16 ნოემბერს ბრიუსელში იმართება, ვინაიდან მოწვევა წარმომადგენლობის უფრო დაბალ დონეზე იყო გამოგზავნილი, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.გასულ კვირაში ევროკომისიის წარმომადგენელმა გიიომ მერსიემ დაადასტურა, რომ ბრიუსელში 15-16 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს მოწვევა არ მიუღია, თუმცა, საქართველო მიწვეულ იქნა სხვა პარალელურ ღონისძიებაზე — 16 ნოემბრის მინისტერიალზე, რომელიც დაკავშირებადობის საკითხებს ეხება. ამასთან, ქართულ მხარეს მოწვევა უფრო დაბალ, წარმომადგენლობით დონეზე გაეგზავნა.მერსიეს თქმით, ბრიუსელის ურთიერთობები თბილისთან შეზღუდული დარჩება იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზადყოფნას, შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ქვეყანა ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა მოწვევა ღონისძიების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. მისი თქმით, თბილისი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მინისტრების დონეზე შეხვედრაში, მაგრამ არ აპირებს უფრო დაბალ დონეზე მიღებული მოწვევების განხილვას. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უფრო დაბალ დონეზე მოწვევას უწოდა ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოსდა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი იმართება. ღონისძიება ევროკავშირის, შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებს აერთიანებს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საგარეო უწყებამ ბრიუსელში ევროკავშირის შეხვედრაში არმონაწილეობის მიზეზი განმარტა
საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში, განაცხადეს თბილისში
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველო არ მონაწილეობს რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 16 ნოემბერს ბრიუსელში იმართება, ვინაიდან მოწვევა წარმომადგენლობის უფრო დაბალ დონეზე იყო გამოგზავნილი, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გასულ კვირაში ევროკომისიის წარმომადგენელმა გიიომ მერსიემ დაადასტურა, რომ ბრიუსელში 15-16 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს მოწვევა არ მიუღია, თუმცა, საქართველო მიწვეულ იქნა სხვა პარალელურ ღონისძიებაზე — 16 ნოემბრის მინისტერიალზე, რომელიც დაკავშირებადობის საკითხებს ეხება. ამასთან, ქართულ მხარეს მოწვევა უფრო დაბალ, წარმომადგენლობით დონეზე გაეგზავნა.
მერსიეს თქმით, ბრიუსელის ურთიერთობები თბილისთან შეზღუდული დარჩება იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზადყოფნას, შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
„16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ქვეყანა ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა მოწვევა ღონისძიების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. მისი თქმით, თბილისი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მინისტრების დონეზე შეხვედრაში, მაგრამ არ აპირებს უფრო დაბალ დონეზე მიღებული მოწვევების განხილვას. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უფრო დაბალ დონეზე მოწვევას უწოდა ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოსდა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.
ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი იმართება. ღონისძიება ევროკავშირის, შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებს აერთიანებს