მოსკოვმა თბილისის სპეცწარმომადგენელთან კონტაქტი დაამყარა

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ურთიერთობის მსგავსი ფორმატი რუსეთ-საქართველოს დიალოგის აღდგენაზე მიუთითებს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან, მისი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება, იტყობინება რუსეთის დიპლომატიური უწყება.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ზურაბაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 21 ოქტომბერს დანიშნა.
„ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. განსაზღვრულია მისი რუსი ვიზავიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, — საგარეო უწყების სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ურთიერთობის მსგავსი ფორმატი რუსეთ-საქართველოს დიალოგის აღდგენაზე მიუთითებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0