https://sputnik-georgia.com/20261116/metros-vagonebis-remontis-saqmeze-4-piri-daakaves-301749242.html
მეტროს ვაგონების რემონტის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა
მეტროს ვაგონების რემონტის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
დაკავებულთაგან სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს - 2 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T20:39+0400
2026-11-16T20:39+0400
2026-11-16T20:39+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციის ტენდერებიდან 41 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულთა შორის არიან „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ თბილისის ფილიალის დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ფილიალის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე, შპს „საჩინოს“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი. უწყება აღნიშნულ პირებს ედავება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას.პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო“, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს გადამზიდი კომპანია „ინტრანსის“ მეშვეობით. შემდგეგ კი შპს ,,საჩინოდან“ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი 3-ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“; მე-3 ნაწილის „ა“ და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს. დაკავებულთაგან სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს - 2 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მეტროს ვაგონების რემონტის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა
დაკავებულთაგან სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს - 2 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციის ტენდერებიდან 41 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის არიან „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ თბილისის ფილიალის დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ფილიალის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე, შპს „საჩინოს“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
უწყება აღნიშნულ პირებს ედავება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო“, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს გადამზიდი კომპანია „ინტრანსის“ მეშვეობით. შემდგეგ კი შპს ,,საჩინოდან“ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი 3-ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“; მე-3 ნაწილის „ა“ და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.
დაკავებულთაგან სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს - 2 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.